X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე - ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტენდერები გამოცხადებულია შესყიდვის კანონმდებლობის სრული დაცვით

14 მაისი 2021

ვინც ამბობს, რომ  ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერები არის  თითქოს შეუსაბამო, ის ვერ ერკვევა სახელმწიფო შესყიდვებში. დაზუსტდა კონკრეტული მუხლი, რომელიც იწვევდა ინტერპრეტაციის საშუალებას და იმისათვის, რომ ორაზროვანი აღქმა არ ყოფილყო, ყველა ტენდერში მოხდა ერთი და იგივე დაზუსტება, რაც ოფიციალურადაც გამოქვეყნდა - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2 კვირის განმავლობაში გამოცხადებული 15 ტენდერიდან 10 დღესაც მიმდინარეობს, ხუთის შემთხვევაში კი, სტატუსიდან გამომდინარე, დაზუსტება ვერ განხორციელდებოდა, თუ პროცედურულად არ შეწყდებოდა და შესყიდვა  განმეორებით არ გამოცხადდებოდა.

„ეს არის რეალური გარემოება, რომელიც არის სტანდარტული შესყიდვის პროცედურა, შესყიდვის კანონმდებლობის სრული დაცვით და შესაბამისად რაიმე საუბარი შესაძლო რაღაც რისკებზე , ან რაღაც შეუსაბამო მოთხოვნებზე არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი“,- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 63 მუნიციპალიტეტისათვის 15 ტენდერი გამოაცხადა.